საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 23-დან 29 მარტის ჩათვლით, ქალაქ პორტუში გასამართ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მასპინძელი პორტუგალიის და საქართველოს გარდა, ავსტრიის და ფინეთის 19 წლამდე ნაკრები გუნდებიც იასპარეზებენ.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 9 ფეხბურთელია გამოძახებული:
თენგო გობეშია, გიორგი მეფარიშვილი, ნიკა ჩიქოვანი, გელა სადღობელაშვილი, ნიკა ცეცხლაძე, ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ფრიდონიშვილი, ცოტნე ბერელიძე და ლუკა შეროზია.