• Geo
  • Eng
02.05.2014
ზესტაფონი – დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას . უკლება და . ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი . კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ოთარ ხეცაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 33 თამაში / 137 ყვითელი / 7 წითელი / 12 პენალტი

პირველი ლიგა - 44 თამაში / 157 ყვითელი / 13 წითელი / 12 პენალტი

მეორე ლიგა - 4 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 7 თამაში / 21 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024