მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული სპარტაკი 0:4 დინამოს დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.
დუშან უჰრინი – დღევანდელი თამაში ჩვენთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი ფეხბურთელები პირველი გატანილი გოლის შემდეგ მოეშვნენ, მეტოქემაც საპასუხოდ აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზა. გასახდელში ფეხბურთელებს სწრაფი გოლისკენ მოვუწოდე და მეორე ტაიმის დასაწყისშივე მეტოქის კარი კვლავ ავიღეთ. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილოსანთან სხვაობა კვლავ ოთხი ქულაა. შემდეგი მატჩი სახლში გვაქვს და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
კახი კაჭარავა – მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავს. დინამომ დამსახურებლად მოიგო. პირველი და მეორე გოლი ფაქტობრივად ერთი და იმავე შეცდომის გამო გავუშვით. დღევანდელ მარცხს ამ შეცდომებს ნამდვილად არ დავაბრალებ. დინამომ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე უფრო კარგი ფეხბურთი აჩვენა და სასურველ შედეგს მიაღწია.