• Geo
  • Eng
30.11.2013
სპარტაკი 0:4 დინამო

უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა დინამო თბილისმა სტუმრად, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემდგარი დაპირისპირება ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:0 დასრულდა.

 

დინამოელებმა ანგარიში თამაშის დაწყებისთანავე გახსნეს. შეხვედრის მეორე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დარკო გლიშიჩმა ჩაჰკიდა, სადაც მეტოქე გუნდის მცველებს პატრიკ ვუომ აჯობა და ბურთი ცხინვალის სპარტაკის კარის ბადეში გაახვია. გაშვებული ბურთის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და ჩვენი გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. დაპირისპრების პირველ ნახევარში საკუთარი გუნდი გაშვებული ბურთისგან რამდენჯერმე გიორგი ლორიამ იხსნა, კარგად თამაშობდა მასპინძელთა კიპერიც.

 

მეორე ტაიმი პირველი ნახევრის მსგავსად დაიწყო. დინამოელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. ამჯერად გატანილი გოლით დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი გამოირჩა, რომელმაც 48–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ამჯერადაც დარკო გლიშიჩმა შეასრულა. ზუსტად ერთ წუთში დუშან უჰრინის შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. დარკო გლიშიჩის ხეირიანი გადაცემის შემდეგ, სპარტაკის კარი კვლავ ჩისკომ დალაშქრა. მატჩის საფინალო რეზულტატი კი 74–ე წუთზე დაფიქსირდა, ჩისკოს თანაგუნდელ დორინ გოგას გადააწოდა ბურთი, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარიში გაიტანა. დღევანდელ მატჩი დინამოს პირველი გუნდის მაისურით თავისი სადებიუტო წუთები ჩაატარა გიორგი პაპუნაშვილმაც, რომელიც თამაშში დაპირისპირების 82–ე წუთზე დარკო გლიშიჩის ნაცვლად ჩაერთო.

 

სპარტაკი 0:4 დინამო

გოლები: 0:1 ვუო 2’

0:2 ჩისკო 48’

0:3 ჩისკო 49’

0:4 გოგა 74’

 

სპარტაკი: სოსლან ნანიევი, ხიზანეიშვილი, კილასონია, ქურდაძე, მგელაძე, ჭაფოძე, ბურძენაძე (მაქაცარია 66’), შონია, თუხარელი (დავით ნანიევი 84’), კემუხტაშვილი (გაძაოვი 72’), მეტრეველი

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია, გლიშიჩი (პაპუნაშვილი 82’), კვარაცხელია, სეთურიძე, პაპავა, ჩისკო (დვალი 80’), კვირკველია, ვუო (მერებაშვილი 86’), გოგა

 

 

გაფრთხილება: ჭაფოძე 37’ – გოგა 31’ გველესიანი 65’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024