• Geo
  • Eng
02.12.2013
16-წლამდელთა ნაკრებში რვა დინამოელს უხმეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდი 2013 წლის 4 დეკემბრიდან - 8 დეკემბრის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას გაივლის. მოზარდი ჯვაროსნები 10-12 დეკემბერს ქალაქ ტრაბზონში ორ ამხანაგურ მატჩს თურქეთის თანატოლთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელთაგან შვილი დინამოელია. საქართველოს 16-წლამდელთა გუნდში ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ფოჩხუა, გიორგი ლორია, ნურლან სეიდოვი, დათო კობოური და ერეკელე მალაზონია არიან გამოძახებულნი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024