საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 18-დან 20 მარტის ჩათვლით, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მეთორმეტე მოდული გაიმართა.
სასწავლო კურსის მე-12 მოდულს დინამოდან სამი მწვრთნელი ეუფლება. დედაქალაქელთა 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა, დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი და დინამოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ალექსანდრე ინწკირველი.
დეტალურად.