• Geo
  • Eng
17.06.2014
მიგინეიშვილი და დაუშვილი - შეკრებაზე და დღევანდელ სათამაშო დღეზე

რუბრიკაში დღის პროგნოზი, მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი სათამაშო დღის პროგნოზს ჩვენი გუნდის მეკარეები ომარ მიგინეიშვილი და ნიკა დაუშვილი გააკეთებენ, მაგრამ მანამდე შეკრების შესახებაც გვეტყვიან ორიოდ სიტყვას.

ომარ მიგინეიშვილი - ყველაფერი ნორმალურად მიდის. კარგი გარემო, კარგი სიტუაცია. ძლიერი დატვირთვები, მაგრამ საინტერესო ვარჯიშები. მოგვწონს ახალი მწვრთნელიც, ახალი ფეხბურთელებიც. დანარჩენი მეორე შეკრებაზე გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდება, რამდენად მზად ვიქნებით ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩისთვის. ბელგია და ბრაზილია უდავო ფავორიტებად მიმაჩნია. აი რუსეთი კი ჩემი აზრით ვერ მოიგებს, მაგრამ არც წააგებს.

ბელგია - ალჟირი   1

ბრაზილია - მექსიკა   1

რუსეთი - სამხრეთ კორეა   1X

ნიკა დაუშვილი - მშვენიერი გარემოა, სუფთა ჰაერი, საუკეთესო პირობებია მოსამზადებლად. ძალიან ძლიერი დატვირთვებია, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად, რაც ვარჯიშებს ხალისიანს და საინტერესოს ხდის. მეორე შეკრების ბოლოსკენ სასურველ კონდიციებს მივუახლოვდებით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს, ცოტა თამამ პროგნოზს ვიტყვი, ბრაზილია ვერ მოუგებს მექსიკას, რუსეთი ფრედ ითამაშებს და ბელგია მოიგებს. კიდევ დავამატებ, რომ თუ ესპანეთი ჯგუფიდან გააღწევს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვერავინ შეეცილება.

ბელგია - ალჟირი   1

ბრაზილია - მექსიკა   X2

რუსეთი - სამხრეთ კორეა   X

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024