• Geo
  • Eng
08.11.2024
დინამოელები ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდე ნაკრებ გუნდებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ თვეში ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს საქართველო ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება. ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლიმ ჩვენი გუნდიდან საბა კვერკველიას უხმო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პლეი ოფის პირველ მატჩში, 15 ნოემბერს, მიხეილ მესხი არენაზე ხორვატიას დაუხვდება. 19 ნოემბერს საპასუხო მატჩი კი რიეკაში გაიმართება. რამაზ სვანაძემ დინამოდან 21 წლამდე ნაკრებში მიხეილ მაქაცარიას, საბა ხვადაგიანს, ნიკოლოზ უგრეხელიძეს, ლევან ოსიყმაშვილს და ვასილიოს გორდეზიანს უხმო.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს შვედეთში გამართავს. 13 ნომებრეს შვედეთს შევხვდებით, 16 ნოემბერს ნორვეგიას დავუპირისპირდებით, ხოლო 19 ნოემბერს ესტონეთს ვეთამაშებით. ლაშა ფირცხალაიშვილმა ნაკრებში დინამოდან გიორგი ნიკოლაიშვილი, საბა ხარებაშვილი, გიორგი მეფარიშვილის, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ავთანდილ მაშავა, ვახტანგ სალია, საბა სამუშია და თემურ ოდიკაძე გამოიძახა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024