5 დეკემბერს, დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩს გამართავს. ამ დღეს, ჩვენ გუნდს ეროვნულ ასპარეზზე სამი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. დინამომ სამივე მატჩში მშრალი ანგარიშით იმარჯვა. ჯამში მეტოქის კარში დედაქალაქელებმა 6 გოლი გაიტანეს.
5 დეკემბერს დინამო თბილისმა პირველი ოფიციალური მატჩი 1992 წელს გამართა. დინამოელებმა თბილისში ხაშურის ივერიას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს. ივერიას კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი ქინქლაძემ, თითო ბურთი კი ძმებმა, შოთა და რევაზ არველაძეებმა გაიტანეს.
2004 წლის 5 დეკემბერს ჩვენი ფეხბურთელები ბათუმელ თანაკლუბელებს დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისში გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.
2010 წლის 5 დეკემბერს დინამომ გასვლითი მატჩი ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი დავით მუჯირმა გაიტანა.