დინამო თბილისისა და გურიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე 17:00 საათზე გაიმართება, გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ლ. სილაგავა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 13 სექტემბერს იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში დინამო თბილისმა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თბილისელებს ერთი, ზუგდიდელებს კი ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა საქართველოს პირველი ლიგის B ზონაში გამართული დილა–2 1:0 სამგურალი არის. გიორგი ყრუაშვილმა მასპინძელთა გუნდიდან ორი, სტუმართა გუნდიდან კი სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ყრუაშვილი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 9 თამაში / 24 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი
პირველი ლიგა – 19 თამაში / 49 ყვითელი / 8 წითელი / 4 პენალტი
მეორე ლიგა – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი – 5 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი