დარასელიას თასის გათამაშების პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართა.
ტურნირი დინამო თბილისისა და მონცას ფეხბურთელთა შეხვედრით გაიხსნა. სადებიუტო მატჩის მღელვარება ორივე გუნდს ეტყობოდა და თამაშის სტარტზე ორმხრივი შეცდომებიც ხშირი გახლდათ. მეთოდურად გუნდებმა დაალაგეს თამაში, მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს ტაიმის ბოლოსკენ, 32-ე წუთზე (ტურნირზე ტაიმი 35 წუთიანია) თორნიკე გულიაშვილმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში სტუმრებმა გამოასწორეს თამაში და რამდენიმე სახიფათი შეტევაც განახორციელეს, თუმცა მთლიანობაში უნდა აღინიშნოს ტბილისელტა უპირატესობა. მატჩის ბოლო წუთზე დინამოელთა სწრაფი კონტრშეტევა ლექსო ფეიქრიშვილის საგოლე დარტყმით და მატჩის საბოლოო ანგარიშის 2-0 დაფიქსირებით დასრულდა.
ვასილ გეგუჩაძის გუნდი ხვალ ჯგუფის მეორე მატჩს ყარაბღთან ჩაატარებს. შეხვედრა დინამოს აკადემიაში 16.00 საათზე დაიწყება. მონცა 6 აპრილს 14.00 საათიდან ყარაბაღს შეხვდება.
მეორე შეხვედრა ესპანურ-იტალიური დაპირისპირება გამოდგა. ერთმანეთს სევილია და ჯენოა შეხვდნენ. პირველი ტაიმი გუნდებმა ურთიერთ დაზვერვასა და თავისუფალი სივრცეების ძიებაში გაატარეს. მეორე ნახევარში კი აკადემიაში მისულმა გულშემატკივარმა უფრო თვალსასეირრი ფეხბურთი იხილა. ანგარიში 47-ე წუთზე სევილიამ გახსნა. ერთი შეხებით შედეგიანად პერეს მონრეალი გაისარჯა. გუნდები მონაცვლეობით უტევდნენ ერთმანეთს, მატჩის ბოლო წუთზე კი დანიელ ჩიდერას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად ალესანდრო პალიარიმ შეასრულა და შეხვედრაც ფრედ 1-1 დასრულდა.
სევილია ხვალ 18.00 საათზე ისტანბულის ბაშაქშეჰირს შეხვდება, ხოლო ჯენოა 6 აპრილს 18.00 საათიდან ითამაშებს თურქებთან.
დინამო 2-0 მონცა
დინამო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხარებაშვილი, წულაია, სამუშია, ფეიქრიშვილი, გულიაშვილი, დანელია, ჩიქოვანი
სათადარიგო: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე, ხუციშვილი, ელისაშვილი
მონცა: მონტანა, ათინასი, დელ დუჩა, ივანი, პორტა, კარდელინი, კასტელი, ბონაიუტო, კოლიატი, გამბა, მუნგარი
სათადარიგო: ვაილატი, კარტა, სირტორი, მელე, მოუტი, როსინი, პრინციპი, მოგუცი
სევილია 1-1 ჯენოა
სევილია: კორალი, მარიო როდრიგესი, პუერტა, გარსია, ავილესი, მონრეალი, პეგუერო, სანჩესი, მორალესი, გურდიოლა, მონტავო როდრიგესი
სათადარიგო: ოლგადო, ბლასი, როდრიგეს გარსია, რომერო, ბარანკო, კადენა, სოსა
ჯენოა: მასელუჩი, ოდერო, პასტორე, პალიარი, კოლონესე, დი ლაცარო, მარკონი, ჩიდერა, მენდოლია, ნურედინი, პოცოლინი
სათადარიგო: მაგალოტი, ტარანტინო, მაროტა, პეშე, მირალიოტა, ოდონე, გუციკი
ფოტო: facebook.com/DinamoAcademy/photos