დღეს თურქულ ბელეკში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და ლატვიის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები შეხვდნენ.
შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა გიორგი გულიაშვილის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით 1-0 მოიგო.
რამაზ სვანაძის გუნდში ხუთივე დინამოელმა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდიდან ნაკრებში ლუკა კუტალაძე, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი იყვნენ გამოძახებულნი.
ოქმი და შემადგენლობა