პატარა დინამოელებმა ატეიტის თასზე გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულეს. ტურნირის მეორე დღეს თბილისელებმა დინამო კიევთან მატჩი 1-7 დათმეს (საბოლოოდ ტურნირი სწორედ კიეველებმა მოიგეს). შემდეგ იმავე ანგარიშით ესტონურ ინფონეტს (შავი) მოუგეს და პლეი ოფში ასევე ინფონეტს, ოღონდ ამჯერად წითელ გუნდს შეხვდნენ და 3-2 მოუგეს ტალინელებს. დინამოელები მე-5 ადგილისთვის მატჩში პორტუგალიურ ბენფიკას დაუპირისპირდნენ და 1-0 დაამარცხეს მეტოქე.
პირველ სათამაშო დღეს დინამო გელეჟინისს შეხვდა და 7-0 დაამარცხა მეტოქე. დღის მეორე თამაშში ატეიტისთან თბილისელებმა ორნიშნა რიცხვით იმარჯვეს, დაჯაბნეს რა მეტოქე 15-0.
U10 დინამო:
ბესარიონ გვიშიანი, ტიმოთე გოგიჩაიშვილი, კონსტანტინე ალექსიძე, დანიელ ბერიძე, ერეკლე რუაძე, ლაშა ქირია, დაჩი დობორჯგინიძე, საბა ლეონიძე, ივანე ჯინიქაშვილი, ანდრია ფირანიშვილი, ირაკლი წულაია, ჯაბა კანკავა და გიორგი გამხუაშვილი.
Foto (с) ateitiscup.lt