ვილნიუსში ტრადიციისამებრს ატეიტის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ამჯერად ტურნირში მონაწილეობას დინამო თბილისის 10 წლამდე გუნდი იღებს. პატარა დინამოელებთან ერთად D ჯგუფში - დინამო კიევი, ესტონური ინფონეტი, მასპინძელი ატეიტისი და ასევე ლიეტუვური გელეჟინის ვილკასი ასპარეზობენ.
პირველ სათამაშო დღეს დინამო გელეჟინისს შეხვდა და 7-0 დაამარცხა მეტოქე. დღის მეორე თამაშში ატეიტისთან თბილისელებმა ორნიშნა რიცხვით იმარჯვეს, დაჯაბნეს რა მეტოქე 15-0. გიორგი მამუჩიშვილის გუნდი ჯგუფის დარჩენილ ორ მატჩს ხვალ გამართავს.
U10 დინამო:
ბესარიონ გვიშიანი, ტიმოთე გოგიჩაიშვილი, კონსტანტინე ალექსიძე, დანიელ ბერიძე, ერეკლე რუაძე, ლაშა ქირია, დაჩი დობორჯგინიძე, საბა ლეონიძე, ივანე ჯინიქაშვილი, ანდრია ფირანიშვილი, ირაკლი წულაია, ჯაბა კანკავა და გიორგი გამხუაშვილი.
Foto (с) ateitiscup.lt