დღეს რუსთავში ფოლადის სტადიონზე დუბლების ჩემპიონატის 24– ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრამ ძლიერი ქარის თანხლებით ჩაიარა, რამაც თავისი კორექტივები შეიტანა ასპარეზობაში. შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების გოლი მე 16 წუთზე ზუსტი დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში ნიკა დიასამიძემ გაიტანა. ამ მოგებით თბილისელებმა 55 ქულა დააგროვეს და პირველადგილოსან მეტალურგთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.
დინამო (დუბლები): კულუა, ხურცილავა, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, შერგელაშვილი, ქიქავა, ლობჟანიძე, ფალავანდიშვილი, წილოსანი, ჯანელიძე, დიასამიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ვოლკოვი, მარაქველიძე, ვეკუა, ლაშხია
მეტალურგი (დუბლები): გელაშვილი, გულუა, ცნობილაძე, დვალიშვილი, კაკულია, ნარიმანიძე, ექვთიმიშვილი, ბებია, ხაბელაშვილი, ტორონჯაძე, ოქროპირიძე