• Geo
  • Eng
04.07.2014
რაფა ჯორდა - ადაპტაციას მალე გავივლი

მიმდინარე შეკრებაზე, ჩვენს მეტოქეზე ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო თასის მატჩებზე, ჩვენი გუნდის ესპანელ ახალწვეულს- რაფა ჯორდას გავესაუბრეთ.

რაფა ჯორდა- ძალიან მეგობრულ და ერთი მიზნისთვის შეკრულ გუნდში მოვხვდი. საკმაოდ ნაყოფიერ მომზადებას გავდივართ და საინტერესო სპარინგებს ვატარებთ ძლიერ გუნდებთან. ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრამდე დროა დარჩენილი და გუნდი აუცილებლად მოუმატებს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ ადაპტაციას მალე გავივლი და დინამოს მეტ სარგებელს მოვუტან. აქტობესტან მატჩი საკმაოდ რთული იქნება, რადგან იქ მიმდინარე ჩემპიონატია და მეტოქეც ფორმაშია შესული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.

მსოფლიო ჩემპიონატზე რათქმაუნდა ესპანეთს ვგულშემატკივრობდი. არგენტინის თამაშიც ძალიან მომწონს. ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი, რომ ნახევარფინალში ბრაზილია, გერმანია, ჰოლანდია და არგენტინა გავლენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024