• Geo
  • Eng
07.07.2014
ჩვენი მეტოქე - დნიპრო

დინამო თბილისი ჰოლანდიურ შეკრებაზე დღეს ბოლო სპარინგ მატჩს გამართავს. მიხალ ბილეკის გუნდი ქალაქ არნემში, უკრაინის პირველობის მეორეადგილოსანს- დნიპროს დაუპირისპირდება. დნიპრომ წარმატებულად დაასრულა ჩემპიონატი და 25 წლის შემდეგ კვლავ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

 

 

დნიპრო დნიპროპეტროვსკში 1918 წელს ჩამოყალიბდა. გუნდის პირველი სახელწოდება-ბრიტი გახლდათ. შემდეგ იყო პეტროვეცი, სტალი, მეტალურგი... 1961 წლიდან კი დაერქვა დნიპრო. გუნდის ფერებია: ლურჯი, თეთრი და ცისფერი. საშინაო შეხვედრებს დნიპრო 2008 წლამდე სტადიონ მეტეორზე ატარებდა, გუნდის ახალი სახლი კი- დნიპრო არენა გახლავთ, რომელიც 31 000 მაყურებელზე გათვლილი.

 

 

დნიპრო საბჭოთა პირველობაზე ერთ-ერთი ძლიერი და ტიტულოვანი კლუბი გახლდათ. 1989 წელს დნიპრო გახლდათ საბჭოთა კავშირის პირველი პროფესიონალური კლუბი. ორჯერ მოიპოვა გუნდმა სსრკ- ს ჩემპიონის ტიტული- 1983 და 1988 წლებში. ასევე ორჯერ 1987 და 1989 წლებში გახდა ვიცე ჩემპიონი. 1989 წელს დნიპრომ ბროლის თასი და სუპერთასი აღმართა. უკრაინის პირველობაზე 1993 და 2014 წლებში ვერცხლის მედლები მოიპოვა ჩვენმა ოპონენტმა. დნიპროში სხვადასხვა დროს ასპარეზობდნენ: მასლაჩენკო, პორკუიანი, ბიბა, პროტასოვი, ლიტოვჩენკო, ლიუტი, დემიანენკო, ტარანი, ბაგმუტი...

გუნდში დღესაც მრავლად არიან გამორჩეული და ნაკრებში მოასპარეზე ფეხბურთელები: კონოპლიანკა, როტანი, ფედეცკი, ზოზულია, კალინიჩი, სტრინიჩი. დნიპროს ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების კაპიტანი- ჯაბა კანკავა. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი- სანდრო კობახიძე არ იმყოფება ამ შეკრებაზე.

დნიპროს ახალი თავკაცი ჰყავს. გუნდს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- მირონ მარკევიჩი გაწვრთნის, რომელმაც ხუანდე რამოსი შეცვალა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024