დინამოში 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი- რაფა გარსია ვარჯშობს. გარსია დინამოელებს ჰოლანდიაში, გუშინ საღამოს შეუერთდა და დღეს გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა. რაფა გარსიამ კარიერის დიდი ნაწილი რაიო ვალეკანოში გაატარა. 2012-2013 წლების სეზონში იგი იჯარის წესით ხერესში თამაშობდა. განვლილ სეზონში კი რაფა გარსია სეგუნდა დივიზიონის- ლუგოს ღირსებას იცავდა.