• Geo
  • Eng
06.07.2014
გიორგი მერებაშვილი - სპარინგებიც კარგ გუნდებთან გვიწევს

დინამოელთა ჰოლანდიური შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუნდი სამშობლოსკენ გეზს 8 ივლისს აიღებს. წინა დღით კი დინამოელები უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს- დნიპროს შეხვედბიან, მაგრამ მანამდე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დინამოელი- გიორგი მერებაშვილი გვესაუბრება.

გიორგი მერებაშვილი - შეკრებისთვის მართლაც იდეალური ადგილია. აქ ყველა პირობაა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის და ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. სპარინგებიც კარგ გუნდებთან გვიწევს, სადაც ნათლად ჩანს ის მინუსები რისი გამოსწორებაც გვმართებს. აქტობემ მაშინაც ტორპედოსთან, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, ახლა უკეთესი გუნდი ჰყავთ. ყაზახეთის ჩემპიონატი კარგა ხნის დაწყებულია და მეორე მატჩსაც შინ ატარებენ, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ, ასე რომ იოლი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს.

მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, ცოტა იმედგაცრუებული ვარ იმ მხრივ, რომ გრანდებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს, უფრო სწორედ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მათთვის საკლუბო დონე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სანაკრებო, ძალიან გადაღლილები შეხვდნენ მუნდიალს. დარჩენილი 4 გუნდიდან, ჩემი აზრით, ყველას დაახლოვებით თანაბარი შანსი აქვს. ცოტა ნაკლები ჰოლანდიას, რომელიც მაინც ერთ ფეხბურთელზე, არიენ რობენზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ფინაალში ბრაზილია და არგენტინა გავლენ, სადაც ჩემპიონატის  მასპინძლების გამარჯვებას ვისურვებდი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024