ოთხშაბათს 16 ივლისს, დინამო არენაზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. დინამო თბილისი ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება. 16 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. 5 დაპირისპირება სსრკ- ს პირველობაზე და 4 მატჩიც ევროთასებზე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 20/7 თბილისელთა სასარგებლოდ.
1950 წელს თბილისელებმა მინსკელ თანაკლუბელებს ბელარუსში 1:0 აჯობეს. გოლი მინსკელთა კარში გარიშვილმა გაიტანა. მომდევნო წელს დინამო გორკის ტორპედოსთან 1:2 დამარცხდა. გოლი ჯავახაძის ანგარიშზეა. 1956 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის ტორპედოს ხასაიას და ჭკუასელის გოლებით 2:1 მოუგეს. 1979 წელს ლენინგრადის ზენიტი დავამარცხეთ ორი უპასუხო ბურთით. ჩივაძემ და დარასელიამ გამოიჩინეს თავი აღნიშნულ მატჩში. 1985 წელს დინამომ ფრედ 1:1 ითამაშა ვილნიუსის ჟალგირისთან. ზუსტი დარტყმა ჩივაძემ შეასრულა.
2003 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დინამო თბილისმა ალბანეთის ტირანა 3:0 დაამარცხა. მელქაძემ, ანჩაბაძემ და დარასელიამ გაიტანეს გოლები. 2008 წელს ისევ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თბილისელების მეტოქე ფარერების რუნავიკი გახლდათ. დინამომ სტუმრებს 3:0 აჯობა. თავის გამოჩენა გურამ კაშიამ, გველესიანმა და ოდიკაძემ მოახერხეს. 2009 წელს დინამო ლიეპაიაში 1:2 დამარცხდა მეტალურგსთან. გოლი ხმალაძის ანგარიშზეა. 2013 წელს ჩვენმა გუნდმა ფარერების სტრეიმური მიიღო და 6:1 აჯობა მეტოქეს. გოლები გაიტანეს: უსტარიცმა, დვალმა, გრიგალაშვილმა, ჩისკომ და ვუომ (2).