დღეს ოქროს თაობის დინამოს გამორჩეული მცველი– გურამ ცხოვრებოვი 76 წლის გახდებოდა. გურამ ცხოვრებოვი დინამოში 1964- დან 1970 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 179 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 1964 წელს მოიპოვა სსრკ- ს პირველობის ოქროს მედლები, ხოლო 1967 წელს ბრინჯაოს დაეუფლა. 7- ჯერ ითამაშა საბჭოეთის ნაკრებში.
ღირსების ორდენის კავალერი, გურამ ცხოვრებოვი 1998 წელს გარდაიცვალა.