დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ტერიტორიაზე გაიხსნა საქართველოში პირველი საკლუბო ფან შოპი.
დინამო თბილისის საკლუბო მაღაზია საზეიმო ვითარებაში გახსნეს კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ და დინამოს ლეგენდამ- მურთაზ ხურცილავამ. ასევე მოეწყო საკლუბო ჟურნალის პრეზენტაცია.
დღევანდელ საღამოს დინამოს აკადემიამ მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ვეტერან დინამოელებს, ჩვენი კლუბის ფანებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებისთვის ბევრ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა.