• Geo
  • Eng
14.07.2014
დინამო – აქტობეს პაველ რაჩკოვსკი განსჯის

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი- პაველ კოლევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი იქნება, დანიელი- იორნ ვესტ ლარსენი.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაველ რაჩკოვსკიმ იმსაჯა 31 მაისს, იაპონიაში გამართული ჯუბილო ივატა 1:1 ფაგიანო ოკაიამაა. აღნიშნულ მატჩში პაველ რაჩკოვსკიმ ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

შარშან 10 ოქტომბერს რაჩკოვსკიმ თბილისში გამართული საქართველოსა და ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებთა მატჩი იმსაჯა, რომელშიც სტუმრებმა 6:0 იმარჯვეს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაველ რაჩკოვსკის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

პაველ რაჩკოვსკი (31 წლის)

===========================================

პოლონეთის უმაღლესი ლიგა (ექსტრაკლასა) - 77 თამაში / 314 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი

პოლონეთის თასი - 6 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგა - 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის ჯეი ლიგა - 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

იაპონიის თასი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის თასი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი - 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024