ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დინამო თბილისი რუმინული სტიაუასა და ნორვეგიულ სტრომსგოდსეტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა სტიაუასა და სტრომსგოდსეტს შორის ნორვეგიაში გაიმართა და მატჩი რუმინელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.
მესამე ეტაპზე დინამოსა და აქტობეს შორის გამარჯვებული პირველ შეხვედრას შინ, 29 ან 30 ივლისს გამართავს. საპასუხო მატჩი კი სტუმრად 5 ან 6 აგვისტოს გაიმართება.