დინამო არენაზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლა და არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავათ, შეხვედრა მინიმალური ანგარიშით- 0:1 დათმო.
მატჩი თავიდანვე დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და პირველივე წუთზე ვუოს, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ აქტიური იყო, შეეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში თოთაძეს, ვუოს და გრიგალაშვილს მართებდათ გოლის გატანა. პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში დასწრებაზე კარგად ითამაშა ნეკუმ და ანგარიში გახსნა 0:1. მოედანზე ჩისკო და მარცვალაძე გამოჩნდნენ. მათ მეტი სიმწვავე შემატეს დინამოს შეტევებს, თუმცა არაერთი სახიფათო მომენტის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და აქტობემ სასურველი ანგარიშით დატოვა თბილისი. საპასუხო შეხვედრა ყაზახეთში 23 ივლისს გაიმართება.
დინამო 0:1 აქტობე
გოლი: 0:1 ნეკუ 51’
გაფრთხილება: ცარიკაევი 50’ ხაირულინი 55’ დოსოუდილი 59’ ლოგვინენკო 61’ სანტანა 83’
დინამო: ლორია, გველესიანი, თოთაძე, დოსოუდილი, შერგელაშვილი, გრიგალაშვილი, ძარია, პაპავა, ჯანელიძე (ჩისკო 46), მერებაშვილი (მარცვალაძე 66), ვუო (ჯორდა 79)
აქტობე: სიდელნიკოვი, კორობკინი, ლოგვინენკო, მიროშნიჩენკო, არზუმანიანი, სანტანა, ხაირულინი, პიცელი (ზენკოვიჩი 61), ცარიკაევი, ნეკუ (შაბალინი 81), ანტონოვი (კაპაძე 72)