• Geo
  • Eng
05.12.2013
მწვრთნელებმა დინამო – გურია შეაფასეს

დინამო არენაზე გამათული დინამო 3:1 გურიას დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

რომან პოკორა – ლანჩხუთის გურია მატჩამდე რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ჩემს გუნდს თამაშამდე სრულფასოვანი ვარჯიშები არ ჩაუტარებია. როგორც მწვრთნელი დაფიქსირებული რეზულტატით კმაყოფილი ვერ ვიქნები. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მეტოქემ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა, თანაც დინამოს გაცილებით უკეთესი სათადარიგოთა სკამი აქვს და ეს მათ ასპარეზობაზე აისახება კიდეც.

 

დუშან უჰრინი – პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ ვმარცხდებოდით. ფეხბურთელები გრძელი გადაცემების შესრულებისას მრავლად უშვებდნენ შეცდომებს. დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ. სასიამოვნოა, რომ უახლოეს მდევარს უკვე ექვსი ქულით გავუსწარით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024