• Geo
  • Eng
05.12.2013
დინამო 3:1 გურია

უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრალვლად იქმნებოდა. სტუმართა მეკარემ, მინდია ბობღიაშვილმა საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გაშვებული გოლისგან იხსნა. დაპირისპირების 28–ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში გადაგზავნილ ბურთს, მიმართულება ვილი ისიანმა შეუცვალა – სტუმრები დაწინაურდნენ. დედაქალაქელი ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეორე ნახევარი თბილისელმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, დინამოელები მეტოქის კარს მწვავედ უტევდნენ – დამაჯერებლად თამაშობდა სტუმართა მეკარე. მატჩის 59–ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა. მეტოქის კარში გოლი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გაიტანა – 1:1. თამაშის მეოთხმოცე წუთზე დინამო დაწინაურდა, ლანჩხუთელთა კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა – 2:1. დღევანდელი დაპირისპირების საფინალო ანგარიში მატჩის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა – 3:1.

 

დინამო 3:1 გურია

გოლები: 0:1 ისიანი 28’

1:1 ჩისკო 59’

2:1 მერებაშვილი 80’

3:1 დვალი 90’

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (პაპუნაშვილი 64’), გლიშიჩი (მიქაბერიძე 58’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 83’), კვირკველია, ვუო

 

გურია: ბობღიაშვილი, შენგელია, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე 46’), კილაძე, კოშკაძე, ისიანი, ჯოხაძე (ტორონჯაძე 69’)

 

გაფრთხილება: მერებაშვილი 82’ – ჩუენსუ 69’ კილაძე 76’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024