დინამო თბილისის ფუტსალის გუნდი ლიგა 3-ში ასპარეზობას უდანაკარგოდ განაგრძობს. ლურჯ-თეთრების დებიუტი აღნიშნულ ლიგაში გასული წლის 27 ნოემბერს სეუ-ს წინააღმდეგ შედგა, ის მატჩი ჩვენმა გუნდმა ანგარიშით - 6:1 მოიგო. მას შემდეგ დინამომ ფუტალის ლიგა 3-ში სამი შეხვედრა გამართა და ყველა მათგანი მოიგო.
ბოლო შეხვედრა 22 დეკემბერს, ქუთაისის წინააღმდეგ შედგა, სადაც კახა მაისაიას გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. ჰეტ-თრიკი ლაშა-გიორგი ობოლაძის ანგარიშზეა, ერთი გოლი კი ალექსანდრე მერზლიაკოვმა გაიტანა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინამო ფუტსალის ლიგა 3-ში უდანაკარგოდ ასპარეზობს. კახა მაისაიას გუნდი ოთხ ტურში მოპოვებული 12 ქულით, ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. თბილისური კლუბი მომდევნო მატჩს 4 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს.