საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. თემურ ქეცბაიას გუნდმა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო შეხვედრა. გიორგი ლორია და ირაკლი ძარია ძირითადში იმყოფებოდნენ. მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ გიორგი პაპავა და გიორგი პაპუნაშვილი, რომლისთვისაც ეს მატჩი სადებიუტო იყო ეროვნულ ნაკრებში. გიორგი ხიდეშელი სათადარიგოთა შორის დარჩა.