ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 83-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპირატესობა აქვს - 57 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 15 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 11 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 196/56.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, ოთხი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).
ეს გუნდები წელს თბილისში, დინამო არენაზე 3 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩი ფრედ 2-2 მორჩა. გოლები გორელთა კარში ვასილიოს გორდეზიანმა და ვახო სალიამ გაიტანეს. 18 მაისს კი დილამ გორში 2-1 იმარჯვა. გოლი ნიკა უგრეხელიძის ანგარიშზეა.