დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისის 19 წლამდე გუნდმა მონტენეგროს ბუდუჩნოსტის უმასპინძლა.
შეხვედრა უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. ანგარიში ანდრეი კოსტიჩმა მე-9 წუთზე გახსნა. 5 წუთში საბა სამუშიამ ტექნიკური სოლო რეიდით გაათანაბრა 1-1. ტაიმის ბოლოსკენ ბოდინ ტომაშევიჩმა კიდევ ერთხელ დააწინაურა სტუმრები. 55-ე წუთზე ნიკოლოზ ცეცხლაძემ ზუსტი დარტყმით გაათანაბრა 2-2. მატჩის ბოლო წუთზე ბალშა ჯურაშიჩმა წითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი ნიკოლოზ ჩიქოვანმა გამარჯვების გოლი გაიტანა 3-2.
საპასუხო მატჩი პოდგორიცაში 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი