• Geo
  • Eng
22.07.2014
პრესკონფერენცია და ვარჯიში კობლანდი ბატირის სახელობის არენაზე

დინამო თბილისი დღეს 12.00 საათზე ჩარტერული რეისით აქტობეში ჩაფრინდა. გუნდი HOTEL DASTAN- ში დაბინავდა. 23 ივლისს თბილისის დროით 19.00 საათზე, კობლანდი ბატირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დინამოელები ყაზახეთის აქტობეს დაუპირისპირდებიან. გუნდებმა სტადიონის მედია დარბაზში მონაცვლეობით გამართეს მატჩისწინა პრესკონფერენცია და შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს სავარჯიშოდ.

ვლადიმერ გაზაევი: ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი გუნდი ერთი კვირაა ინტენსიურად ემზადება. ოდნავი უპირატესობა რათქმაუნდა გვაქვს, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, თუმცა დინამო თბილისი ძალიან კარგი გუნდია, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მათთან ურთულესი მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელები თავის მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ხვალინდელი შეხვედრა სათავისოდ დაასრულონ.

მიხალ ბილეკი: პირველ შეხვედრაში მეტოქის კარის მიმართულებით ბევრჯერ დავარტყით, მომენტებიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. ხვალინდელ მატჩში კი ვიმედოვნებ გავიტანთ და სასურველი შედეგის დაფიქსირებასაც შევძლებთ. ცხადია გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაშიც იქნება და ტაქტიკურ მონახაზშიც, თუმცა რა ხასიათის ხვალ გამოჩნდება.

გიორგი ლორია: შინ წაგებას ფსიქოლოგიურად არ გავუტეხივართ, ვფიქრობ პირიქით, მოტივაცია და მონდომება გაგვიორმაგდა. მშვენივრად გვესმის, რომ დინამოზე მარცხის  შემდეგ აქ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მზად ვართ და ისიც კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ხვალ გაირკვევა და იმედია, რომ იმ შედეგის მიღწევას შევძლებთ, რომელიც საბოლოო წარმატებას მოგვიტანს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024