• Geo
  • Eng
20.07.2014
აქტობე – დინამოს ალიარ აღაიევი განსჯის

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ყაზახეთის ქალაქ აქტობეში გამართავს და ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება, აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 26 წლის- ალიარ აღაიევი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- ზეინალ ზეინალოვი და ნამიკ ჰუსეინოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- რაუფ ჯაბაროვი შეასრულებს. უეფას დელეგატი, რუმინელი- ოქტავიან გოგა იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებლად მივლენილია, მოლდოველი- ვლადიმირ ანტონოვი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ალიარ აღაიევმა იმსაჯა, 22 მაისს ბაქოში გამართული ეროვნული თასის ფინალია. აღსანიშნავია, რომ ქაბალასა და ნეფთჩის შორის ფინალი ზუსტად იმ მსაჯთა შემადგენლობამ განსაჯა, რომლებიც ჩვენს მომავალ შეხვედრას გაუძღვებიან. აღნიშნულ ფინალში ალიარ აღაიევმა ფეხბურთელებს რვა ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ალიარ აღაიევის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ალიარ აღაიევი  (26 წლის)

===========================================

აზერბაიჯანის პრემიერლიგა - 80 თამაში / 337 ყვითელი / 14 წითელი / 14 პენალტი

აზერბაიჯანის თასი - 13 თამაში / 66 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

ახალგ. ჩემპიონთა ლიგა - 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა - 1 თამაში / 0 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-17 ჩემპიონატი - 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024