აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ანგარიშით 0:3 დათმო მატჩი, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე წარდგა მიხალ ბილეკი.
მიხალ ბილეკი: პირველ რიგში მივულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. შეხვედრას რაც შეეხება, პირველ ტაიმი საკმაოდ დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. აუცილებლად გვესაჭიროებოდა გოლის გატანა და მატჩის მე-60 წუთიდან შევეცადეთ მეტი ძალებით წავსულიყავით შეტევაში. ამან მეტი თავისუფალი სივრცეები წარმოქმნა ჩვენს ნახევარზე, რომლითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.