• Geo
  • Eng
23.07.2014
თენგიზ სულაქველიძე - 58

დინამო თბილისის ლეგენდარული გუნდის გამორჩეული მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი- თენგიზ სულაქველიძე დღეს 58 წლის გახდა. დინამოში ჩატარებული 11 სეზონის (1978-1988) მანძილზე 374- ჯერ მოირგო ლურჯ-თეთრი ფორმა და 31 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. სულაქველიძე არის 1978 წლის სსრკ- ს ჩემპიონატის გამარჯვებული, 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი, 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი და იმავე წლის საბჭოთა ჩემპიონატის პრიზიორი. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. არის 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის და აქედან სამჯერ პირველ ნომრად.

დინამოელები ვულოცავთ თენგიზ სულაქველიძეს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024