დინამო თბილისის U-19 გუნდმა- რურის თასზე ორი შეხვედრა გამართა და ორივე მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა. პირველი შეხვედრა დინამოელებმა ტრადიციულ ტურნირზე, მასპინძლებთან, დორტმუნდის ბორუსიასთან ჩაატარეს. მატცი გარდამავალი უპირატესობიტ წარიმართა, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს.
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, ქიქავა, კვერნაძე (გოგოლიძე), ვეკუა, კობახიძე, მესხი, ვოლკოვი (ლაშხია)
მეორე შეხვედრა თბილისელებმა ვიქტორია პლზენთან გამართეს. მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და არაერთხელ შეეძლოთ დინამოელებს გოლის გატანა, თუმცა თამაში საბოლოოდ ფრედ დასრულდა.
დინამო: კულუა, კაპანაძე (მარაქველიძე), ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა, კობახიძე (კვერნაძე), მესხი, ვოლკოვი, ლაშხია (გოგოლიძე)
დორტმუნდში რურის თასზე მატჩები ჩვენს ჯგუფში დღეს ასე დასრულდა:
დინამო 0:0 დორტმუნდი, პლზენი1:0 ვოლფსბურგი, დორტმუნდი 0:2 ბენფიკა, დინამო 0:0 პლზენი, ვოლფსბურგი 0:0 ბენფიკა
ხვალ დინამო თბილისი ჯგუფში დარჩენილ მატჩებს ჩაატარებს. 19:50 თბილისის დროით დინამო - ვოლფსბურგს შეხვდება, ხოლო 22:20 ბენფიკა იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე.