• Geo
  • Eng
23.04.2014
დინამო საქართველოს თასის ფინალშია

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა. თბილისელებს პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდათ მოგებული. დღეს კი მალხაზ ჟვანიას გუნდმა 4:2 იმარჯვა და 21 მაისს დინამო მეთერთმეტედ შეეცდება მოიპოვოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი.

მატჩი ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით წარიმართა, თუმცა შეხვედრამ საკამოდ საინტერესოდ ჩაიარა. პირველი ტაიმის 21- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა დილას კარში. ჩისკომ დაარტყა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო, თუმცა ბექა შეყრილაძემ კუთხურზე მოიგერია ბურთი. კუთხურიდან ჩისკოს ჩამოწოდებულს კი გიორგი რეხვიაშვილმა შეაგება თავი და ანგარიში გაიხსნა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მე- 60 წუთზე ოთარ მარცვალაძემ მეორე გოლი გაიტანა გორელთა კარში 0:2. რვა წუთის შემდეგ გიორგი მერებაშვილმა მშვენიერი საჯარიმო დარტყმით 0:3 გახადა. 70- ე წუთზე კი მარცვალაძემ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრის ბოლოსკენ დავით ბოლქვაძემ პენალტით გაქვითა ერთი ბურთი 1:4. ხოლო მატჩის ბოლო წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ საბოლოო ანგარიში 2:4 დააფიქსირა.

დილა 2:4 დინამო

გოლები: 0:1 რეხვიაშვილი 22’  0:2 მარცვალაძე 60’  0:3 მერებაშვილი 68’  0:4 მარცვალაძე 70’  1:4 ბოლქვაძე (პენ) 85’  2:4 კოშკაძე 90’

გაფრთხილება: პაპუნაშვილი 17’  ორბელაძე 21’  ცინცაძე 57’  ხიზანეიშვილი 63’  კოშკაძე 72’ 

დილა: შეყრილაძე, კვახაძე, კობახიძე, ხიზანეიშვილი (გაფრინდაშვილი 71), ორბელაძე, ბოლქვაძე, შალამბერიძე (ახალკაცი 66), რაჟამაშვილი, კოშკაძე, ხოჯავა (ქვილითაია 44), ბერიაშვილი

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე (ვუო 71), რეხვიაშვილი (პაპავა 66), ძარია, ჩისკო (გოგა 63)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024