• Geo
  • Eng
02.08.2014
დინამომ სპარინგ შეხვედრაში დილა დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა გორის დილას წინააღმდეგ სპარინგ შეხვედრა ჩაატარა. კახი გოგიჩაიშვილმა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი გამართა და პირველი მოგება მოიპოვა. დინამოელებმა საერთო ჯამში მეტოქეზე უკეთესი თამაში აჩვენეს და დილას 4:1 აჯობეს. ანგარიში შეხვედრის 36- ე წუთზე ზუსტი დარტყმით ირაკლი ძარიამ გახსნა. 71- ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კარგად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ბუდუ ზივზივაძემ და საბა ლობჟანიძემ 77- ე წუთზე საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა- 3:0. მატჩის 90- ე წუთზე ლაშა ჯაფარიძემ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. სულ მალე კი საბა ლობჟანიძის წამოწყებულ სოლო რეიდს პენალტი მოჰყვა თორნიკე ზარქუას კარში. საბამ თავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ახალი ფორმაციის დინამომ თავის პირველ მატჩში 4:1 დაამარცხა გორის დილა.

დინამო 4:1 დილა

გოლები: 1:0 ძარია 36’  2:0 შერგელაშვილი 71’  3:0 ლობჟანიძე 77’  3:1 ჯაფარიძე 90’  4:1 ლობჟანიძე (პენ) 90’

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე (თევზაძე 80), პაპავა, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი, ცინცაძე, ძარია (მესხი 79), პარუნაშვილი (ლობჟანიძე 68), ჯანელიძე (სამუშია 80), ჩირგაძე (ზივზივაძე 60)

დილა: ზარქუა, მჭედლიშვილი, კვახაძე, ჯაფარიძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ახალკაცი, ხუმარაშვილი, რაზმაძე, ბერიძე, მოდებაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024