• Geo
  • Eng
09.08.2014
დინამოს ახალწვეულები

დინამო თბილისმა ეროვნული პირველობის დაწყებამდე რამდენიმე ახალგაზრდა ახალწვეული დაიმატა. ასევე პირველ გუნდში დაწინაურდა რამდენიმე ფეხბურთელი მეორე გუნდიდან და დუბლშემადგენლობიდან.

კახი გოგიჩაიშვილის გუნდში 4 ნომრით იასპარეზებს 19 წლამდელთა ნაკრების მცველი და კაპიტანი- ნიკოლოზ ჭანტურია. ნიკა ლოკომოტივის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 9 ნომრით დინამოში ითამაშებს 23 წლის თავდამსხმელი- ნიკა საბანაძე. ნიკა ბოლოს ზესტაფონში ასპარეზობდა, მანამდე კი სამი წლის მანძილზე ტორპედო ქუთაისში გამოდიოდა. გუნდს რუსთავის მეტალურგიდან დაემატა 20 წლის მცველი- დავით საჯაია. მანამდე დათო ლოკომოტივში ირიცხებოდა. ახალწვეული მე-18 ნომრით იასპარეზებს. 5 ნომრით თბილისურ გუნდში ითამაშებს- გიორგი მჭედლიშვილი. 22 წლის მცველი ბოლოს ვიტ ჯორჯიაში ასპარეზობდა. მანამდე კი მარტვილის მერანში და თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა.

მეორე გუნდიდან და დუბლებიდან დინამოს პირველ გუნდში იასპარეზებენ: 20 წლის დამცველი, ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი- ოთარ კაკაბაძე. კაკაბაძის სათამაშო ნომერი იქნება- 2. 11 ნომრით თავდასხმის ხაზს 20 წლის- ბუდუ ზივზივაძე გააძლიერებს. 22 ნომრით ითამაშებს 19 წლის ნახევარმცველი- საბა ლობჟანიძე. 18 წლის ფორვარდი- არჩილ მესხი 19 ნომრით გამოვა სათამაშო მინდორზე. გუნდს ასევე დაემატა მეკარე, 17 წლის- გიორგი კულუა, რომლის სათამაშო ნომერიც იქნება -1.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024