დინამო თბილისს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდა. ჩვენი გუნდის ღირსებას 19 წლის ფორვარდი, საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - დავით ჯიქია დაიცავს. განვლილი სეზონი მან თბილისის ლოკომოტივში გაატარა. დავით ჯიქია დინამოში 26 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.