• Geo
  • Eng
10.08.2014
დინამო 2:0 სამტრედია - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ სამტრედია 2:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გელა სანაია და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

 

 

გელა სანაია: საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველ რიგში დინამოს ვულოცავ პირველ სამ ქულას და ყველას გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენი სტრატეგია მეორე ნომრად, კონტრშეტევაზე თამაში იყო. პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ხოლო დინამომ თავისი მომენტები მაქსიმალურად გამოყენა და გვაჯობა. ჩემს გუნდს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად შეთამაშება აკლია. დინამოსთან თამაში კი ტრადიციულად რთულია და თან ეხლა დინამო ვფიქრობ უკეთესი გუნდია ვიდრე მანამდე.

 

კახი გოგიჩაიშვილი: მოგილოცავთ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სამტრედიის სახით ამბიციური გუნდი შეემატა პირველობას და წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში. ბიჭები თავიდან ნერვიულობდნენ, შესვენებაზე კორექტივები შევიტანეთ თამაშში. მეორე ტაიმში გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. მთავრია 3 ქულა ავიღეთ, თუმცა წინ სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენც ვიშრომებთ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024