• Geo
  • Eng
13.08.2014
დინამოელები პირველი ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემები ლელო  და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: გიორგი პაპავა და გიორგი პაპუნაშვილი. ტურის მწვრთნელად ლელომ დინამოს დამრიგებელი- კახი გოგიჩაიშვილი დაასახელა.

სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი და ჩისკო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024