25-26 აპრილს ინგლისში, ქალაქ ბორნმუთში მივლინებით იმყოფებოდა დინამო თბილისის ხელმძღვანელობა. ინგლისში საქმიანი შეხვედრები შედგა ბორნმუთის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასთან. დაათვალიერეს სტადიონი, მოსამზადებელი და სათამაშო ინფრასტრუქტურა. გაგვიზიარეს გამოცდილება, მარკეტინგსა და სელექციაში მუშაობის პრინციპები.
მეორე დღეს დინამოს დელეგაცია ჩემპიონშიფის შეხვედრას დაესწრო ბორნმუთსა და ნოტინგემ ფორესტს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1დასრულდა.
გოლდსენდს სთედიუმზე მისვლა რამდენიმე საათით ადრე დაიგეგმა, სადაც დინამოელები რამდენიმე წინასამატჩო ღონისძიებას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ლეგენდარული ინგლისელი კომენტატორი - ჯონ მოტსონი. დინამოელებთან შეხვედრისას მან ჩვენი გუნდის მიერ ინგლისურ კლუბებთან ჩატარებული ისტორიული მატჩები გაიხსენა.