• Geo
  • Eng
15.08.2014
დინამო – სიონს ბაკურ ნინუა განსჯის

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს- ბაკურ ნინუა განსჯის. ბაკურ ნინუას ასისტენტობას . ვარამიშვილი და . კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი . ბეუქლიშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბაკურ ნინუამ იმსაჯა 7 ივნისს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამართული არაგვი 5:3 იბერია გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ ბოლოს 2014 წლის 12 აპრილს იმსაჯა, სიონის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც დინამომ 0:1 დათმო. მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბაკურ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბაკურ ნინუა (29 წლის)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 18 თამაში / 57 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 45 თამაში / 128 ყვითელი / 9 წითელი / 7 პენალტი

მეორე ლიგა – 15 თამაში / 58 ყვითელი / 5 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს თასი - 8 თამაში / 24 ყვითელი / 4 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024