საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ოთარ ხეცაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 33 თამაში / 137 ყვითელი / 7 წითელი / 12 პენალტი
პირველი ლიგა - 44 თამაში / 157 ყვითელი / 13 წითელი / 12 პენალტი
მეორე ლიგა - 4 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს თასი - 7 თამაში / 21 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი