ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის აკადემიის მოედანზე, დღეს დუბლშემადგენლობათა პირველობის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა ბოლნისის სიონის სარეზერვო გუნდს უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე.
საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩს თავისი დაღი აუტანელმა სიცხემ დაასვა. მთელი შეხვედრის მანძილზე საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან არაერთხელ შეიქმნა. დინამოელებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენეს შედეგიანად. მეორე ნახევარში თბილისელები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და საბოლოოდ, შეხვედრის 90- ე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ლამაზი და ტექნიკური გოლით დინამოელებს გამარჯვება მოუტანა.
დინამო 1:0 სიონი
გაფრთხილება: კვერნაძე 36’
გოლი: გაბრიჩიძე 90’
დინამო (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, კაციტაძე, ლოჩოშვილი, ქანთარია, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (ლაშხია 62), კვერნაძე (გაბრიჩიძე 84), ო. კობახიძე (გეგეშიძე 84), ა. კობახიძე (აშორტია 62)
სიონი (დუბლები): ორთოიძე, ისიანი, ვიბლიანი, ჯაფარიძე, გიორბელიძე, ბეჟუაშვილი, ჯინჭარაშვილი, თ. ბურნაძე, ი. ბურნაძე, სტეფანია, უგრეხელიძე