დინამო არენაზე დღეს ეროვნული პირველობის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა თავის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დაასრულა.
შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს. კახი გოგიჩაიშვილის გუნდს ჰქონდა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი, თუმცა დინამოელებს შეტევის ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდათ. მატჩის მეორე ნახევარიც ჩვენმა გუნდმა ასევე აქტიურად დაიწყო, რასაც 59- ე წუთზე ჩისკოს ულამაზესი გოლი მოჰყვა ბათიაშვილის კარში. გატანილი გოლის შემდეგ დინამოელებმა ცვლილებები განახორციელეს და სასურველი შედეგის შენარჩუნება შეძლეს.
დინამო 1:0 სიონი
გაფრთხილება: ადამია 20’ ცინცაძე 40’ ძარია 72’
გოლი: 1:0 ჩისკო 59’
დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, პაპავა, გველესიანი, საჯაია, ძარია, ცინცაძე (ლობჟანიძე 56), პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (მჭედლიშვილი 70), ჯანელიძე, ჩისკო (ჩირგაძე 71)
სიონი: ბათიაშვილი, ხიზანეიშვილი, კვარაცხელია, იმედაშვილი (უგრეხელიძე 85), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (გურეშიძე 58), აფციაური, ადამია (ჭიკაიძე 70), ისიანი, სირაძე
მსაჯი: ბაკურ ნინუა