საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 26-28 აგვისტოს, თბილისში ამხანაგურ მატჩებს გამართავს დანიის ნაკრებთან. შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 9 ფეხბურთელი: ლევან ისიანი, მიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ნიკა ნინუა, ლუკა ჯამარაული, ნიკა ბუღრიძე, თორნიკე ჭურაძე და აკაკი ყურაშვილი.