სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლაშა თოთაძე, ირაკლი ძარია და ჩისკო მუნიოსი.
სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი და ჩისკო მუნიოსი (2).