საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 1-6 სექტემბერს, სლოვაკეთში ამხანაგურ მატჩებს გამართავს სლოვაკეთის ნაკრებთან. მანამდე 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 19 წლამდელთა ნაკრები თბილისში გაივლის შეკრებას. შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 6 ფეხბურთელი: ზურაბ ჯაფიაშვილი, დემიკო ჩიხლაძე, გიორგი ვეკუა, საბა კვერნაძე, გიორგი კულუა და ოთარ კობახიძე.